ჩვენს შესახებ

შპს „იურიდიული მომსახურების ცენტრი“ დაფუძნდა 2015 წლის 26 იანვარს და არის ახალგაზრდა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული იურიდიული კომპანია, რომელიც წარმოადგენს და იცავს, როგორც ფიზიკური პირების, ასევე ფართო სპექტრის ადგილობრივი და უცხოური კომპანიების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

კომპანია ერთგულად ემსახურება თავის ძირითად პრინციპებს: კლიენტების ინტერესებზე ორიენტირება; კლიენტების ინტერესების დაცვა კანონით ნებადართული ყველა საშუალებითა და ეთიკური ნორმების დაცვით და კლიენტებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების განხორციელება.

ჩვენი ფასეულობები

1.ნდობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა საკუთარ და სხვა პირთა ინეტერსებთა შედარებით.
2.კონფიდენციალურობა.
3.კვალიფიციურობა და კეთილსინდისირება.
4.ჩვენ პატივს ვცემთ კოლეგებს და ვაღიარებთ ადვოკატთა შორის ნდობასა და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობას
5.კანონმორჩილება, პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობა.
6.არსებული გამოცდილებისა და ცოდნის მუდმივი განახლება.
7.ეფექტური იურიდიული დახმარება და შედეგზე ორიენტირებულობა.

  • კონტაქტი
    ქ. ზუგდიდი, შ. კიტიას ქ N22
    ტელ: 514187878   571187878   555452616
    ელ-ფოსტა : lscoftsurtsumia@gmail.com
    Skype : იურიდიული მომსახურების ცენტრი