საადვოკატო ბიურო „იურიდიული მომსახურების ცენტრი“ აცხადებს სტაჟირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის სფეროებში


სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება, გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩვენს საადვოკატო ბიუროში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

● საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა;
● იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა;
● ახალი დოკუმენტების შედგენა;
● ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მას, ვისაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდად, რის შედეგადაც შეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

სტაჟირების კურსის მონაწილე შეიძლება იყოს:

ა) პირი, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ან მე–4 კურსზე.
ბ) პირი, რომელიც ფლობს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საფეხურის დამადასტურებელ დიპლომს.

აუცილებელი მოთხოვნები:

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 1 წელი.
სტაჟირება არს უფასო.

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lscoftsurtsumia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 2017 წლის 15 მაისი.

კონკურსი ითვალისწინებს ორ ეტაპს:

● CV-ის შეფასება;
● გასაუბრება;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 514187878

 

  • კონტაქტი
    ქ. ზუგდიდი, შ. კიტიას ქ N22
    ტელ: 514187878   571187878   555452616
    ელ-ფოსტა : lscoftsurtsumia@gmail.com
    Skype : იურიდიული მომსახურების ცენტრი